არნოლდ შვარცენეგერი ქერათმიან ქალთან გამოიჭირეს

არნოლდ შვარცენეგერი ქერათმიან ქალთან გამოიჭირეს

მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი ფოტორეპორტიორებმა ქერათმიან ქალთან ვახშმობისას გამოიჭირეს.

მსახიობი ჟურნალისტებთან ინტერვიუებში წუწუნებს, რომ მეუღლე, მარია შრაივერი უწინდებურად უყვარს და მის დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ სინამდვილეში ქალებთან პაემნებზე უარს არ ამბობს.

გასულ კვირას კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი სანტა მონიკას ერთ-ერთ კაფეში უცნობ ქალბატონთან ნახეს. პაპარაცებს განსაკუთრებული არაფერი შეუნიშნავთ, წყვილი ერთმანეთს ესაუბრებოდა.

შვარცენეგერისა და შრაივერის განქორწინების მიზეზი არნოლდის ღალატია. 14 წლის წინ შვარცენეგერმა მეუღლეს შინამოსამსახურესთან უღალატა და მისგან უკანონო შვილიც ჰყავს. როდესაც მარიამ ქმრის ღალატის შესახებ შეიტყო, 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სასამართლოში განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანა. წყვილს 4 შვილი: კეტრინი, კრისტინა, პატრიკი და კრისტოფერი ჰყავთ.

მომზადებულია www.starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება