Queen-ის ფანებმა ფრედი მერკურის ფერფლი იპოვეს

Queen-ის ფანებმა ფრედი მერკურის ფერფლი იპოვეს

ჯგუფ Queen-ის ფანებმა მიაკვლიეს ადგილს, სადაც კოლექტივის ვოკალისტის ფრედი მერკურის ფერფლი მიმოფანტეს. ეს დასავლეთ ლონდონის სასაფლაო Kensal Green-ია.

სასაფლაოზე მემორიალური დაფა დგას, რომელსაც აწერია "In Loving Memory of Farrokh Bulsara" ("სიყვარულით ფარუხ ბულსარას ხსოვნისადმი") მას ფრანგული მინაწერიც აქვს - "Pour être toujours près de toi avec tout mon amour" ("რომ სამუდამოდ ვიყო შენთან ჩემი მთელი სიყვარულით").

ფარუხ ბულსერა მუსიკოსის ნამდვილი სახელია, რომელიც მან 1971 წელს Queen-ის შექმნისას შეიცვალა.

მემორიალური დაფა მონოგრამა - " М"-ითაა შემკული. თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ მას მომღერლის საყვარელთან, მერი ოსტინთან აქვს კავშირი.

ფრედი მერკური 1991 წელს შიდსით გარდაიცვალა.

მომზადებულია The Daily Mirror-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება