"გაცოცხლებული" ოდრი ჰეპბერნი ეკრანს დაუბრუნდა

"გაცოცხლებული" ოდრი ჰეპბერნი ეკრანს დაუბრუნდა

ჰოლივუდის ძველი ვარსკვლავები კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით ეკრანებს უბრუნდებიან. ამჯერად შოკოლად Galaxy-ს რეკლამაში ლეგენდარული მსახიობი ოდრი ჰეპბერნი გამოჩნდა.

ვიდეორგოლში ოდრის ძველებური მომაჯადოებელი მზერა და ღიმილი აქვს. რეკლამა 50-იანი წლების სტილშია გადაწყვეტილი. მოვლენები იტალიურ სანაპიროზე, ამალფიზე ვითარდება.

ვიდეოს შესაქმნელად კომპანიამ  კადრები ოდრი ჰეპბერნის ცნობილი ფილმებიდან, მათ შორის ლეგენდარული "რომაული არდადეგებიდან" გამოიყენა. ვიდეოს მუსიკალურ გაფორმებად კი საუნდტრეკები ფილმებიდან - "საუზმე ტიფანისთან" და "მთვარის მდინარე" ჟღერს.

იხილეთ ვიდეო: შოკოლადის რეკლამისთვის ოდრი ჰეპბერნი "გააცოცხლეს"

მომზადებულია popcornnews.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება