სინდი კროუფორდი ქმარს ეყრება

სინდი კროუფორდი ქმარს ეყრება

სუპერმოდელი სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე ყოფილი მოდელი რენდი გერბერი იყრებიან.

უთანხმოების მიზეზი კროუფორდია, რომელიც გათხოვების შემდეგაც არ აკლდება გლამურულ ღონისძიებებს. ჟურნალი "Star" წერს, რომ ვარსკვლავმა გადაწყვიტა, მეუღლე ეეჭვიანებინა და ტელეწამყვან ბროდი ჯენერთან ერთად კარგად გამოთვრა - თუმცა, სინდის მეუღლე საერთოდ არ დაინტერესებულა, რას აკეთებდა მისი ცოლი ბარში.

"ნასვამი სინდი ტიროდა და ამბობდა, რომ მისი ქორწინება დასრულდა", - წერს ჟურნალი Star.

სინდი და რენდი 1998 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 13 წლის პრესლი და 11 წლის კაია ჰყავთ. შეგახსენებთ, კროუფორდის პირველი მეუღლე ჰოლივუდის მსახიობი რიჩარდ გირი იყო.

მომზადებულია Star-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება