ჰარვარდის უნივერსიტეტმა ნიკოლ შერზინგერი "წლის არტისტად" დაასახელა

ჰარვარდის უნივერსიტეტმა ნიკოლ შერზინგერი "წლის არტისტად" დაასახელა

რამდენიმე დღის წინ ნიკოლ შერზინგერი ჰარვარდის უნივერსიტეტის ფონდმა "წლის არტისტად" დაასახელა. ეს წოდება ვარსკვლავს ქველმოქმედებისა და მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.

"ნიკოლის მიერ საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილი, მკერდის კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო ღონისძიებები, ადამიანების დახმარება ნამდვილად იმსახურებს დაფასებას. ის ჩვენი სტუდენტებისთვის საუკეთესო მაგალითია", - განაცხადა ჰარვარდის ფონდის დირექტორმა.

"წლის არტისტის" პრემიას უნივერსიტეტი ყოველწლიურად გასცემს. დღემდე "წლის არტისტის" წოდება მიენიჭათ შაკირას, ნედი გარსიას, უილ სმიტს, სელმა ჰაიეკს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება