დიდებული მსახიობები, რომლებსაც "ოსკარი" არ მიუღიათ

დიდებული მსახიობები, რომლებსაც "ოსკარი" არ მიუღიათ

"ოსკარის" დაჯილდოება რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ოქროს ქანდაკებით ამჯერად ხელი როგორც დამწყებ, ისე უკვე გამოცდილ მსახიობებს დაუმშვენდათ, თუმცა დღემდე კინოინდუსტრიაში არიან ისეთი ვარსკვლავები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს, უამრავი ადამიანის გული დაიპყრეს, თუმცა "ოსკარს" ვერა და ვერ ეღირსნენ.

საიტმა imdb.com-მა  ამ მსახიობების სია გამოაქვეყნა, რომელთაც წილად არ ხვდათ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო.

დღემდე არცერთი "ოსკარის" მფლობელი არაა მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო. მან მართლაც არაერთხელ გააოცა კინოს მოყვარულები მისი არტისტიზმით, პროფესიონალიზმითა და როლების მრავალფეროვნებით, თუმცა წლიდან წლამდე მისი მცდელობა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მოპოვებისა, უშედეგოდ სრულდება.

imdb-ის სიაში მოხვდა ანჯელინა ჯოლის პარტნიორი და ცნობილი მსახიობი ბრედ პიტიც. მან საზოგადოებას თავი არაერთი როლით დაამახსოვრა. მიიღო "ოქროს გლობუსი" და სხვა უამრავი საპატიო ჯილდო, თუმცა ვერაფრით მოიპოვა "ოსკარი".

"ოსკარის" გარეშე დღემდე რჩებიან ჯონი დეპი, ჯონ ტრავოლტა, ტომ კრუზი, მიშელ პფაიფერი, ბრიუს უილისი, მელ გიბსონი.

კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მოპოვებული არ აქვთ არც სიგურნი უივერს, რობერტ რედფორდს (მას მხოლოდ საპატიო ოსკარი აქვს მიღებული), რიჩარდ გირს, უილ სმიტს, უმა თურმანს, კევინ კოსტნერს, ჰარისონ ფორდს, სტივ მარტინს, ჯიმ ქერის, შერონ სთოუნს, სტივ ბუშემის და სხვა ლეგენდარულ მსახიობებს.

კინომოყვარულებს შორის უკვე აქტიურად განიხლიება "ოსკარის უსამართლობა". აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი ცნობილი მსახიობები ჯილდოს გარეშე რჩებიან, "ოსკარი" მინიჭებული აქვს რეპერ ემინემს.

ემინემი კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ფილმ "მერვე მილის" საუნდტრეკისთვის გახდა.

გთავაზობთ იმ მსახიობების ფოტოგალერეას, რომლებმაც "ოსკარი" წილად არ ხვდათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია imdb.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება