ანჯელინა ჯოლი თავის მეორე ფილმს იღებს

ანჯელინა ჯოლი თავის მეორე ფილმს იღებს

ანჯელინა ჯოლი, როგორც რეჟისორი თავის მეორე ფილმზე მუშაობს. ვარსკვლავთან ერთად ახალ პროექტზე ცნობილი რეჟისორები და სცენარისტები, ძმები ითან და ჯოელ კოენები იმუშავებენ. ისინი აჯნელინას ფილმის სცენარს დაუწერენ. გუნდი ლუის ზამპერინის ისტორიის ეკრანიზაციაზე მუშაობს.

სცენარი 1936 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სპორტსმენ ლუის ზამპერინზე მოგვითხრობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და ტყვეობას თავი ცოცხალმა დააღწია. ინტერესი ლუის ზამპერინის მიმართ, ლორა ჰელენბერდის ახლადგამოსულმა დოკუმენტურმა რომანმა განაახლა. წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჯოლის მისი ეკრანიზების იდეა გაუჩნდა.

შეგახსენებთ, ეს ფილმი მსახიობისთვის მეორე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება. გასულ წელს ეკრანებზე დრამა "სისხლისა და თაფლის ქვეყანაში" გამოვიდა, რომელიც 1992-1995 ომის წლებში ბოსნიელისა და სერბის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს.

აღსანიშნავია, რომ ჯოლის ახალ ფილმს ისტორიის მთავარი გმირიც შეაფასებს. ის ახლა 96 წლისაა.

მომზადებულია insidemovies.ew.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება