მიშელ უილიამსი და ჯეისონ სიგელი დაშორდნენ

მიშელ უილიამსი და ჯეისონ სიგელი დაშორდნენ

მსახიობები მიშელ უილიამსი და ჯეისონ სიგელი დაშორდნენ.

ამერიკული გამოცემა People-ის ინფორმაციით, მიშელისა და ჯეისონის დაშორების მიზეზი სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრებაა: უილიამსისთვის მშობლიური სახლი ნიუ-იორკია, ხოლო სიგელი უპირატესობას ლოს-ანჯელესს ანიჭებს. დაშორების შესახებ წყვილს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მიშელმა და ჯეისონმა ერთმანეთი გასული წლის დასაწყისში გაიცნეს. როგორც კი მსახიობის ქალიშვილმა ჯეისონთან საერთო ენა გამონახა, შეყვარებულებმა დაშორება გადაწყვიტეს.

მიშელს ქალიშვილი მსახიობ ჰიტ ლეჯერისგან ჰყავს. ლეჯერი მსახიობმა სურათ "კუზიანი მთის" გადაღებებზე გაიცნო. მათ რომანი გააბეს და მიშელმა ჰიტს 2005 წელს ქალიშვილი მატილდაც გაუჩინა. 2007 წელს წყვილი დაშორდა და ამის გამო ლეჯერი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. 2008 წელს მსახიობი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.

მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება