მადონა დემი მურს გაებუტა და ეშტონ კატჩერს ეფლირტავება

მადონა დემი მურს გაებუტა და ეშტონ კატჩერს ეფლირტავება

მომღერალი მადონა და მსახიობი დემი მური ერთ დროს საუკეთესო დაქალები იყვნენ.

მადონა ყოველწლიურად, "ოსკარის" ცერემონიის შემდეგ, გლამურულ წვეულებას აწყობს, სადაც მხოლოდ ჰოლივუდის ელიტა იკრიბება. წელს ამ ღონისძიებაზე დემი მური არავინ დაპატიჟა, სამაგიეროდ, მისმა ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა ეშტონ კატჩერმა მოსაწვევი რამდენიმე კვირით ადრე მიიღო. როგორც წვეულების სტუმრები ამბობენ, მადონა ეშტონს ეფლირტავებოდა.

"როგორც ჩანს, მადონა ეშტონის მხარესაა და ყოფილი დაქალი დაივიწყა. მადონა ეშტონის გვერდით თავს კარგად გრძნობს. მომღერალს მოსწონს, როცა მხიარული და სიმპათიური კატჩერის გვერდს უმშვენებს. მთელი საღამო მადონა ეშტონთან ცეკვავდა", - წერს ვებსაიტი Radaronline.

წვეულებაზე იმყოფებოდნენ ჯონ ტრავოლტა, ბრედლი კუპერი, ენ ჰეთევეი, ევა მენდესი, ჯეკ ნიკოლსონი, სელმა ჰაიეკი, ჯორჯ კლუნი და ლეონარდო დიკაპრიო.

მომზადებულია Radaronline-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება