ადელის ალბომი მეორე წელია, გაყიდვების ლიდერია

ადელის ალბომი მეორე წელია, გაყიდვების ლიდერია

ბრიტანელი მემღერლის, ადელის ალბომი "21" უკვე მეორე წელია მსოფლიო გაყიდვების ლიდერია. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მუსიკის მწარმოებლების ფედერაცია (IFPI) ავრცელებს.

2012 წელს მსოფლიოში ალბომის 8 მლნ ასლი გაიყიდა. დისკი გაყიდვაში 2011 წლის მარტში ჩაეშვა. გამოსვლის პირველ წელს მსოფლიოში "21"-ის 17 მლნ ასლი შეიძინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი ალბომი რეიტინგში ზედიზედ მეორე წელი ლიდერობს.

რეიტინგში მეორე ადგილზე ტეილორ სვიფტის ალბომი "Red"-ი გავიდა, რომლის 5 მლნ ასლი გაიყიდა. მესამე ადგილი წილად One Direction-ს ალბომით -"Up All Night" ხვდა (4,5 მლნ ასლი). სიმღერების რეიტინგში კანადელი მომღერალი კარლი რეი ჯეპსონი სიმღერით "Call Me Maybe" ლიდერობს, მას ავსტრალიელი გოტეს "Somebody That I Used To Know" (11,8 მლნ) და კორეელი რეპერი Psy-ის YouTube-ის ჰიტი "Gangnam Style" (9,7 მლნ) მოსდევს.

2012 წლის თებერვალში ალბომმა ორი პრემია "გრემი" - კატეგორიებში საუკეთესო წლის ალბომი და საუკეთესო პოპ-ალბომი მოიპოვა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება