მილა კუნისი: "თავს მკაცრად ვაკონტროლებ"

მილა კუნისი: "თავს მკაცრად ვაკონტროლებ"

ცნობილი მსახიობი მილა კუნისი ჟურნალ Marie Claire-ის ახალი ნომრის გარეკანზე გამოჩნდა. ვარსკვლავმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

Marie Claire-თან მილამ საკუთარ კარიერაზე, სამომავლო გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. მსახიობმა აღიარა, რომ საზოგადოების გადამეტებული ყურადღების გამო, საკუთარი თავის კონტროლი უწევს.

"ჩემს თავს მკაცრად ვაკონტროლებ და ცენზურას ვუქვემდებარებ... ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად", - განაცხადა 29 წლის ვარსკვლავმა.

კუნისი გამოტყდა, რომ თავისუფლად შეძლებდა რამდენიმე პროექტში ერთად მონაწილეობას, მაგრამ მისთვის უფრო სასიამოვნო შინ ყოფნა და მყარი ურთიერთობებია.

"დგება ის მომენტი, როდესაც ყველაზე მეტად შინ ყოფნა გინდა", - აღნიშნა მილამ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეშტონ კატჩერი და მილა ერთად ცხოვრებას გეგმავენ.  კუნისმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"ძალიან მინდა კინოინდუსტრიის სხვა ასპექტებიც შევისწავლო. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი პროდუსერი და თან სახლიდან ვიმუშავებდი. მაშინ ჩემი პირადი ცხოვრება და კარიერა გაერთიანებული იქნებოდა. ვიცი, რომ სულ მსახიობი ვერ ვიქნები. მინდა, დიდი ოჯახი მქონდეს, თუმცა ახლა ამის დრო არ მაქვს", - განაცხადა მილა კუნისმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Marie Clai-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება