ბლეიკ ლაივლი ყველაზე გემოვნებიანად დაასახელეს

ბლეიკ ლაივლი ყველაზე გემოვნებიანად დაასახელეს

ბრიტანულმა საიტმა iLikeOffers ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონების რეიტინგი გამოავლინა. დღემდე ამ სიის ერთპიროვნული ლიდერი ქეით მილდტონი ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. ნისლიანი ალბიონის მცხოვრებთა უმეტესობა თვლის, რომ ყველაზე კარგად მსახიობი ბლეიკ ლაივლი იცვამს.

ბრიტანეთის მოქალაქეთა აზრით, სწორედ ბლეიკია ყველაზე მისაბაძი ვარსკვლავი. მას ყოველთვის სიტუაციის შესაფერისად და მოდურად აცვია.

ბლეიკის შემდეგ მომღერალი რიანა მოდის. მან მეორე საპატიო ადგილი მისი სტილის მრავალფეროვნებით მოიპოვა. თუ ერთ დღეს რიანა ჭრელ ქურთუკსა და კეპში გვევლინება, წითელ ხალიჩაზე მას ყოველთვის ნაზი, ქალური სამოსი აქვს მორგებული და დახვეწილი სტილით ყველას აღაფრთოვანებს. გარდა ამისა, რიანას არ ეშინია თამამი ექსპერიმენტების.

"საოცარია, რომ სიის სათავეში რიანა და ქეით მიდლტონი ერთად მოხვდნენ. ისინი მოდას სხვადასხვაგვარად ეკიდებიან", - აცხადებს გამოკითხვის ავტორი კრის პერეტი.

ყველაზე გემოვნებიანთა რეიტინგში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. ბლეიკ ლაივლი

2. რიანა

3. ქეით მიდლტონი

4. რიტა ორა

5. მილი მაკინტოში

6. სარა ჯესიკა პარკერი

7. როუზ ჰანტინგტონ-უიტლი

8. კიმ კარდაშიანი

9. ჯენიფერ ლოურენსი

10. ბიონსე

მომზადებულია iLikeOffers-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება