2013 წლის "ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი წარადგენენ. ახლახან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საკონკურსო სიმღერის პრეზენტაცია შედგა. სიმღერა Waterfall გასული წლის "ევროვიზიის" გამარჯვებული სიმღერის კომპოზიტორს, თომას ჯეისონს ეკუთვნის.
დუეტ სოფი & ნოდის რომანტიკულ სიმღერაზე წარმოდგენას რეჟისორი ლაშა ონიანი დადგამს. მომღერლების ჩაცმულობაზე კი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე იზრუნებს.
"ევროვიზია 2013" მაისში, შვედეთში, ქალაქ მალმიოში გაიმართება.