მეთ დეიმონი ხელმეორედ ქორწინდება

მეთ დეიმონი ხელმეორედ ქორწინდება

ცნობილი მსახიობი მეთ დეიმონი და მისი მეუღლე ლუსიანა ბაროსო 8 წლიანი ქორწინების შემდეგ ხელახლა იქორწინებენ. წყვილს გადაწყვეტილი აქვს, ქორწინების მერვე წლისთავზე ფიცი თავიდან დადოს.

მეთის და ლუსიანას პირველი ქორწილი საკმაოდ მოკრძალებული იყო, ამიტომ ამჯერად ცოლ-ქმარი უფრო დიდ და რომანტიკულ ცერემონიას გეგმავს.

მეტს და მის მეუღლეს 4 ქალიშვილი ჰყავთ - 14 წლის ალექსია, 6 წლის იზბელა, 4 წლის ჯია და 2 წლის სტელა.

"პირველი ქორწინება მანჰეტენზე გაიმართა და საკმაოდ მოკრძალებული იყო. ცნობილი ადამიანებიდან მას მხოლოდ მაიკლ ბლუმბერგი დაესწრო. ახლა სურთ უფრო დიდი ცერემონია მოაწყონ და ახლო მეგობრებიც დაპატიჟონ", - აცხადებს წყარო.

უცნაურია, რომ მეთი ქორწილის იდეას აჰყვა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ არ არის რომანტიკული ნატურა.

"ჩემი მეუღლე ისეთ ადამიანს იმსახურებს, ვინც მას საჩუქრებითა და ყვავილებით, ან ორიგინალური იდეებით ანებივრებს. არასდროს ვიყავი ამაში ძლიერი, თავად კი ძალიან რომანტიკულია და სიურპრიზებიც კარგად გამოსდის, რაც თავს კიდევ უფრო სულელად და უძლურად მაგრძნობინებს" - განაცხადა მეტ დეიმონმა.

წყაროს ინფორმაციით, წყვილის განმეორებითი ქორწილი აპრილში გაიმართება.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება