სარა ჯესიკა პარკერს გემოვნება ღალატობს

სარა ჯესიკა პარკერს გემოვნება ღალატობს

სარა ჯესიკა პარკერი უკვე დიდი ხანია მოდის კერპად არის აღიარებული. მისი ავანგარდული სტილი არაერთი დამწყები დიზაინერის შთაგონების წყაროა, თუმცა შეცდომა ყველას მოსდის.

პაპარაცებმა ვარსკვლავი შვილებთან ერთად სეირნობისას გადაიღეს. სარას მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ჭრელი საშინაო წინდები ეცვა, ეს კი მოდის სამყაროში უპატიებელ შეცდომად ითვლება.

გარდა ამისა, მსახიობის ყოველდღიური ჩაცმის სტილი არ შეესაბამება მის ვარსკვლავურ სტატუსს. უსახურ ჟაკეტებსა და ჯისნებში გამოწყობილი სარას დანახვა პაპარაცებს გულს სწყვეტთ.

თუმცა მსახიობმა კარგად იცის, როგორ უნდა გამიჯნოს ყოველდღიური ჩაცმის სტილი წითელი ხალიჩის სტილისგან. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავი ყოველთვის ბრწყინავს და მოდის კრიტიკოსთა აღფრთოვანებას იწვევს. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება