რეჩელ მაკადამსი და მაიკლ შინი დაშორდნენ

რეჩელ მაკადამსი და მაიკლ შინი დაშორდნენ

რეიჩელ მაკადამსი და მაიკლ შინი დაშორდნენ. ამის შესახებ გამოცემა Us Weekly-ი წყვილთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს. მათი დაშორების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მსახიობების ოფიცილურ წარმომადგენლებსაც განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

რეიჩელმა და მაიკლმა ერთმანეთი ფილმის - "შუაღამე პარიზში" გადაღებებისას გაიცნეს. მაკადამსმა აღიარა, რომ სურათზე მუშაობისას მათ შორის რომანტიული ურთიერთობები არ გაჩენილა: მსახიობები მხოლოდ დამეგობრდნენ. "რაც ჩემი აზრით, შესანიშნავი დასაწყისია",-ამბობდა რეიჩელი.

მალე ეკრანული რომანი რეალურში გადაიზარდა და 2010 წლის ოქტომბერში მათი ურთიერთობების შესახებ ფართო საზოგადოებამაც შეიტყო. "მე და მაიკლი ერთმანეთის სამ კვირაზე მეტ ხანს აღარ დავშორდებით",- განაცხადა მაკადამსმა და დასძინა, რომ შოუ-ბიზნესში თამაშის ასეთ წესებზე მორგება უწევთ.

მომზადებულია Us Weekly-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება