"დიორმა" მილა კუნისი ჯენიფერ ლოურენსით ჩაანაცვლა

"დიორმა" მილა კუნისი ჯენიფერ ლოურენსით ჩაანაცვლა

მსახიობ ჯენიფერ ლოურენსით მსოფლიო ბრენდი "დიორი" დაინტერესდა. ჯენიფერი მოდის სახლის ახალი სახე გახდა და ჰოლივუდის ვარსკვლავი მილა კუნისი ჩაანაცვლა. ჯენიფერი ბრენდის ჩანთებს გაუწევს რეკლამას.

შეგახსენებთ, Dior-ის სახე მილა კუნისი იყო, თუმცა, ვარსკვლავი ძალიან გასუქდა და ქუჩასა და გლამურულ ღონისძიებებზე უმაკიაჟოდ, სპორტული შარვლებითა და დაუვარცხნელი თმით დადის. მას უკვე მიანიჭეს "ყველაზე ბინძური ვარსკვლავის ტიტული". მოუვლელი გარეგნობის გამო Dior-მა მასთან 2012 წელს დადებული კონტრაქტი გააუქმა. მოდის სახლის წარმომადგენლის თქმით, ასეთი უგემოვნო ჩაცმულობით, მილა კუნისი "Dior-ის მუზის" ტიტულს არ იმსახურებს და კომპანიის იმიჯს ლახავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება