კარმენ ელექტრა: "40 წლის ასაკში თავს უკეთესად ვგრძნობ"

კარმენ ელექტრა: "40 წლის ასაკში თავს უკეთესად ვგრძნობ"

მოდელი კარმენ ელექტრა, რომელიც მაყურებელმა სერიალით - "მაშველები" გაიცნო, 40 წლისაა და კვლავაც შეუდარებლად გამოიყურება.

კარმენმა ჟურნალ "In Touch"-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ქალებს ასაკის მატება აშინებთ, ის 40 წლის ასაკში თავს შესანიშნავად გრძნობს.

ელექტრა არაერთხელ მოხვედრილა ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში. მას ხშირად ეკითხებიან, როგორ ინარჩუნებს ფორმას და რა ხერხით ებრძვის ცელულიტს. ელექტრას ლამაზი სხეული ცეკვის დამსახურებაა. კარმენი ამბობს, რომ ყოველ დღე ცეკვავს და ბოსტნეულს ჭამს.

"ახალგაზრდობაში ბალეტს ვცეკვავდი. ყველა ბალერინა დამეთანხმება, ცეკვა ერთგვარი დისციპლინაა. ენერგიას ხარჯავ, ცელულიტს ებრძვი და ცეკვისგან სიამოვნებას იღებ. ჟურნალ "Playboy"-ს სახე ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ პამელა ანდერსონისა და ანა ნიკოლ სმიტის შემდეგ ამ ჟურნალში ყველაზე ხშირად ჩემს ფოტოებს ბეჭდავდნენ", - განაცხადა კარმენმა ინტერვიუში.

საზოგადოებამ კარმენი ჟურნალ Playboy-დან გაიცნო, თუმცა პოპულარობა სერიალმა "მაშველებმა" მოუტანა. სერიალში კარმენი ლენი მაკკენზის როლს განასახიერებდა.

მომზადებულია In Touch-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება