სკარლეტ იოჰანსონი სიმღერას იწყებს

სკარლეტ იოჰანსონი სიმღერას იწყებს

მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი საკუთარ მუსიკალურ ჯგუფს ქმნის.

"ახლა ქალური ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესში ვარ... ჯგუფს One and Only Singles-ს ერქმევა", - განაცხადა მსახიობმა.

ვარსკვლავმა აღიარა, რომ როდესაც დოკუმენტური ფილმის Chasing Ice-თვის სიმღერას წერდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მისი ნამღერი "ოსკარზე" იქნებოდა ნომინირებული. სიმღერამ სახელად Before My Time, რომელსაც სკარლეტი და ჯოშუა ბელი ასრულებენ, "ოსკარზე" ადელის Skyfall-თან ორთაბრძოლაში წააგო.

"მუსიკა ჩემმა მეგობარმა ჯეი რალფმა დაწერა. შემდეგ მე დამირეკა და სიმღერა ჩავწერეთ. მართლაც კარგი ნამუშევარი გამოგვივიდა, მაგრამ არ ველოდი, რომ მას "ოსკარზე" წარადგენდნენ", - აღიარა სკარლეტ იოჰანსონმა.

მომზადებულია Contact Music-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება