რატომ ჩაიშალა შორენა ბეგაშვილისა და ამერიკული "ფლეიბოის" თანამშრომლობა

რატომ ჩაიშალა შორენა ბეგაშვილისა და ამერიკული "ფლეიბოის" თანამშრომლობა

მსახიობი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ბოლო ხანს ელიტურ წვეულებებზე იშვიათად ჩანს, თავის შემოქმედებით გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრება.

- ამჟამად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე მიმყავს გადაცემა "იღბლიანი ბორბალი", ასევე, ვმუშაობ "კომედი არხზე" მინისერიალ "ქეთი და კოტეში". ეს არის მსუბუქი ჟანრის სერიალი, გადაღებებიც მსუბუქად მიდის, ასე რომ, ვერთობი ჩემს შესანიშნავ პარტნიორ კახა ჯოხაძესთან ერთად.

- რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, შორენა საცხოვრებლად ერევანში აპირებს გადასვლასო...

- ერთ წელზე მეტია, სომხებთან ვთანამშრომლობ. პირველად საიათნოვას სიმღერაზე შექმნილ კლიპში გადამიღეს, ამას მოჰყვა სატელევიზიო პროექტი "მიმინო", ფოტოსესიები, გადამიღეს ფილმებშიც... შე­მომთავაზეს, დავრჩენილიყავი ერევანში და ერთ-ერთ ტელეარხზე წამეყვანა გადაცემა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემს ქალიშვილს, ევას, მხოლოდ შაბათ-კვირას ვნახავდი, უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე. კმაყოფილი ვარ სომხებთან თანამშრომლობით, უამრავ საინტერესო პროექტში ვარ ჩართული და ყველანაირი პირობა მაქვს შექმნილი - მემსახურება მძღოლი, მაქვს კარგი ანაზღაურება...

- ამერიკულ ჟურნალ "ფლეიბოისთან" თანამშრომლობაზე რატომ თქვით უარი?

- ამერიკულ "ფლეიბოიში" გავგზავნეთ ჩემი სურათები, მივიღეთ მიწვევა, მაგრამ რატომღაც ეს გეგმა ჩაიშალა. ამის მთავარი მიზეზი ჩემი შვილია, თანაც კარგად ვარ საქართველოში, მიყვარს ეს ქვეყანა.

- პოლიტიკურ პროცესებს თუ ადევნებ თვალს?

- მსახიობი ვარ და ჩემი ადგილი პოლიტიკაში არ არის. ახლა ისეთი პერიოდია, ძნელია თვალი არ ადევნო პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ მაქვს ჩემი საქმე და არასწორად მიმაჩნია პოლიტიკაში ჩარევა.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- შეყვარებული ვარ, მეტს ვერაფერს გეტყვით...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება