ამერიკელი მომღერალი ანასტეიშა ევროპაში დაგეგმილ ტურნეს მკერდის კიბოს დიაგნოზის გამო გადადებს.
მომღერალს ექიმებმა მეორედ დაუდგინეს სიმსივნის დიაგნოზი. 44 წლის ანასტეიშა 2003 წელს იმავე დიაგნოზით მკურნალობდა, რის შემდეგაც გამოჯანმრთელდა და კვლავ დაუბრუნდა სცენას.
"ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ჩემი ათასობით გულშემატკივარი დავაღალატე. გული მწყდება მათი იმედგაცრუების გამო", - მიმართა თავის თაყვანისმცემლებს მომღერალმა "ფეისბუქის" საშუალებით.
ბრიტანული გამოცემა "ბიბისის" ინფორმაციით, ტურნეს ორგანიზატორების განცხადებით, ყველა გაყიდული ბილეთის თანხა მფლობელებს აუნაზღაურდებათ. ამერიკელი მომღერალის ევროპული ტურნეს დაწყება 6 აპრილს, ლონდონში იყო დაგეგმილი. ანასტეიშამ ბოლო ცოცხალი კონცერტი 2012 წლის დეკემბერში, გერმანიაში გამართა.
პირველად, როდესაც ანასტეიშას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მან განაცხადა, რომ ამ მდგომარეობამ ასწავლა, ადრეულ ეტაპზე მიმართოს ექიმს. სხვა ქალებს კი მოუწოდა გაიარონ მამოლოგის კონსულტაცია.
"ბუნებით მებრძოლი ვარ და ჩემს ამ თვისებას ვერაფერი შეცვლის", - განაცხადა ამერიკელმა მომღერალმა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.