ემა ვოთსონი კონკიას განასახიერებს

ემა ვოთსონი კონკიას განასახიერებს

ემა ვოთსონი ისევ ზღაპარში ბრუნდება - ვარსკვლავი კონკიას ამავე სახელობის ზღაპრის ეკრანიზაციაში განასახიერებს. პოპულარული ზღაპრის ადაპტაციაზე სტუდია Disney მუშაობს. ბოროტი დედინაცვლის როლი ქეით ბლანშეტს ერგო.

როგორც პორტალი Variety-ი იტყობინება, ფილმის რეჟისორი კანეტ ბრანი იქნება. სტუდია გადაღებების დაწყებას 2013 წლის შემოდგომაზე აპირებს. ფილმი ეკრანებზე მომავალ წელს გამოვა.

ჰოლივუდში ზღაპრების ეკრანიზაცია უკვე ერთგვარ "ტრენდად" იქცა. მას შემდეგ, რაც ტიმ ბარტონის ფილმმა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" მილიონობით დოლარის მოგება მოიტანა, ზღაპრების ადაპტირებული ვერსიების მთელი ტალღა წამოვიდა. მალევე გადაიღეს ორი ფილმი ფიფქიაზე, ოზის ქვეყანაზე, ჰანზელსა და გრეტელზე.

მომზადებულია Variety-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება