ჯენიფერ ენისტონი გვარს იცვლის

ჯენიფერ ენისტონი გვარს იცვლის

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი გვარს იცვლის. ჯენიფერი მსახიობ ჯასტინ ტერუზე გათხოვების შემდეგ მის გვარზე გადავა და ოფიციალურად ჯენიფერ ტერუ გახდება.

"ჯენიფერს ჯასტინის გვარი ძალიან მოსწონს. ტერუ კარგად ჟღერს და მიმართვა ჯენიფერ ტერუ უბრალოდ ჩინებულია", - განუცხადა წყვილის ახლო მეგობარმა ჟურნალ People-ს.

წყვილი რამდენიმე კვირაში დაქორწინდება. ენისტონს უკვე მზად აქვს საქორწინო კაბა.

ენისტონი ამ დღეს შვიდი წელია ელოდება: 2005 წელს ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ, მსახიობმა რამდენიმე შეყვარებული გამოიცვალა, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ ჯასტინთან ააწყო. 2012 წლის 10 აგვისტოს, 15-თვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაინიშნა. ნიშნობა ტერუს 41-ე დაბადების დღეზე გაიმართა.

მომზადებულია People-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება