ბრიტანელმა მამაკაცებმა 52 წლის მსახიობი ტილდა სუინტონი ყველაზე არასექსუალური ქალების რეიტინგში შეიყვანეს.
მაგრამ მოდის სახლ Chanel-ის კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფელდი ამ აზრს არ იზიარებს: მან ბრიტანელი მსახიობი ახალი კოლექცია Paris-Edinburgh-ის სახედ აირჩია.
"ტილდა კოლექცია Paris-Edinburgh-ის იდეალური განსახიერებაა. იგი, რა თქმა უნდა, შოტლანდიელია, მაგრამ რაც მთავარია - თანამედროვეა და ელეგანტურობის მარადიული ხატია",- აღნიშნავს დიზაინერი. ლაგერფელდმა სუინტონს ფოტოები თავად გადაუღო. ფოტოსესია ეკუანის სასახლეში მიმდინარეობდა, რომელიც პარიზის ჩრდილოეთში მდებარეობს.

მომზადებულია stvchannel.ru-ს მიხედვით.