ჰააგის სასამართლომ იუგოსლავიის არმიის ყოფილი გენშტაბის უფროსი გაამართლა

ჰააგის სასამართლომ იუგოსლავიის არმიის ყოფილი გენშტაბის უფროსი გაამართლა

ჰააგის ტრიბუნალის საერთაშორისო საქმეების სააპელაციო სასამართლომ იუგოსლავიის არმიის ყოფილი გენშტაბის უფროსი, მომჩილო პერიშიჩი გაამართლა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.

გენერალს 2011 წელს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ხორვატიაში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში 1993-98 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

მომჩილო პერიშიჩი იუგოსლავიის არმიის გენშტაბს 1993-98 წლებში ხელმძღვანელობდა. ის 2002 წელს დააპატიმრეს, როცა სერბეთის ვიცე-პრემიერი იყო.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა