სოფო ხალვაშის ყველაზე დიდი სისუსტე

სოფო ხალვაშის ყველაზე დიდი სისუსტე

მომღერალ სოფო ხალვაშის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა: მალე ის მეორედ დედა გახდება. ბავშვის დაბადებას განსაკუთრებული ინტერესით დაიკო ელოდება. სოფო აქტიურად მუშაობს. ამბობს, რომ კარგი ფეხმძიმობა აქვს. მისგან შეიტყობთ, რა არ დაავიწყდება არასდროს, რისი ეშინია, რას გააკეთებდა, ბევრი ფული რომ ჰქონდეს, რას ფიქრობს დაშვებულ შეცდომებზე? ამ ყველაფერთან ერთად, მომღერალი ერთ სურვილსაც გვიმხელს.

- დაბადების თარიღი...

- ...1986 წლის 31 მაისი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ლონდონში.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ რამეს შევცვლიდი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი, სხვა პროფესიაზე არასდროს მიოცნებია.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...კლასიკურმა მუსიკამ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კარგ ყავას აკეთებსო.

- ბედნიერი ვარ, რადგან...

- ...მაქვს ოჯახი და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.

- როცა დედა პირველად გავხდი და საკუთარი შვილი დავინახე...

- ...სიხარულისგან სულ ვტიროდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანებს იოლად ვენდობი.

- და რომელიც არ მომწონს...

- ...ისევ მიმნდობ ხასიათს დავასახელებ. ეს თვისება ერთდროულად, კარგიც არის და ცუდიც.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ ყველას არ უნდა ვენდო.

- როცა მარტო ვარ...

- ...მუსიკას ვუსმენ ან ვმეცადინეობ.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვკითხულობ ძილის წინ წასაკითხ ლოცვას.

- ვიბნევი, როცა...

- ...ერთდროულად სხვადასხვა თემაზე მელაპარაკებიან.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანების არაჯანსაღ ამბიციას.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...პიანისტი.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა.

- მაღიზიანებს...

- ...როცა მაღვიძებენ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...სიმართლეს მეუბნებიან.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...ის შეგრძნება, ჩემი შვილი პირველად რომ ვნახე.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...დრო უკან რომ ბრუნდებოდეს, აღარ დავუშვებდი.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...მაქვს განსაკუთრებული ნივთები, რომლებსაც ჩემი აზრით, ზოგჯერ წარმატება მოაქვთ.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ლამაზი და განიერი კიბე.

- ძალიან მჯერა...

- ...მომავლის.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...პირად ცხოვრებაზე.

- სიყვარული არის...

- ...სიკეთე.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ბედნიერი გახლავართ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის ჩემი პროფესია.

- ჩემი განწყობილების ამაღლება ყოველთვის შეუძლია...

- ...ჩემს შვილს.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად არ მივდივარ. ვცდილობ, რისკიან ნაბიჯებზე არ ვიყო დამოკიდებული.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ორმაგი შეგრძნება მეუფლება: თან მსიამოვნებს და თან - ძალიან ვღელავ.

- მეშინია...

- ...გაურკვევლობის, ჩემი სისუსტეების. მინდა, რომ გარშემო მყოფები ჯანმრთელად იყვნენ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაბნეულობის გამო.

- არ მჩვევია...

- ...დაგვიანება.

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანურ ურთიერთობებს.

- ვერავინ მაიძულებს გავაკეთო...

- ...ის, რაც არ მინდა.

- არ მრცხვენია...

- ...იმის აღიარების, რაც არ ვიცი; არ მრცხვენია რაღაცის სწავლის.

- ვერ დავიჯერებ...

- ...რომ ოდესმე პროფესიას შევიცვლი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...სიმღერას თავს არ დავანებებ.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ჩემი ოჯახით.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ მითხრეს: როცა მღერი, გულწრფელი იყავიო. ჰოდა, ვცდილობ, ყოველთვის გულწრფელი ვიყო. მგონი, ეს გამომდის.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი; ფულს ქველმოქმედებას მოვახმარდი.

- სურვილი, რომელსაც გაგიმხელთ...

- ...ეს საქმეს უკავშირდება. მსურს, ჩემგან უფრო თანამედროვე, განსხვავებული და ღირებული მომღერალი "შეიქმნას".

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ვიყოთ მადლიერები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება