საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი 1981 წლის შემდეგ ქვეყნის ყველაზე არაპოპულარულ პრეზიდენტად დასახელდა.
საფრანგეთის პირველი პირის პოპულარობა ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 თვის შემდეგ 5 პუნქტით დაეცა და 30% შეადგინა. გამოკითხვა, რომელიც სააგენტო TNS-Sofres-მა ჩაატარა, ჟურნალ "ფიგაროში" გამოქვეყნდა.
როგორც ირკვევა, ფრანგებს არ სჯერათ, რომ ოლანდს შესწევს სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრის ძალა, მათ შორის ისეთის, როგორიც უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისია.
ფრანსუა ოლანდის პოპულარობა დროებით გაიზარდა მალიში ფრანგული არმიის ინტერვენციის ხარჯზე.
"დღემდე ელისეს სასახლეს შეეძლო ეამაყა, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერები ბოლომდე მისი ერთგულები რჩებოდნენ. თუმცა ახლა ეს ტრადიცია დაირღვა", - აღნიშნულია ჟურნალში.
გამოკითხვის თანახმად, ასევე დაეცა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან-მარკ აროს რეიტინგიც.
მომზადებულია lefigaro.fr-ის მიხედვით.