სალიტა ჩუბინიძე - "რაც მე და გიორგის გვაკავშირებს, სულ სხვა რამეა და არავისთან ურთიერთობას არ შევადარებ"

სალიტა ჩუბინიძე - "რაც მე და გიორგის გვაკავშირებს, სულ სხვა რამეა და არავისთან ურთიერთობას არ შევადარებ"

უმორისტი, სატელევიზიო პროექტ "ჩვენი შოუს" მონაწილე სალიტა ჩუბინიძე ცოტა ხნის წინ ასევე იუმორისტ, მიხეილ სააკაშვილის პაროდისტ გიორგი აფციაურს გაჰყვა ცოლად. მართალია, სალიტა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში აღარ მუშაობს, მაგრამ საზოგადოებაში მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სალიტა დღეს "ფსიქოს" სტუმარია:

- ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მე-4 კურსზე. მოსწავლეობისას დირექტორმა სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის კაპიტნად დამნიშნა და საკმაო წარმატებასაც მივაღწიეთ. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და იმასაც მივხვდი, რომ ეს "რაღაც" სცენა იყო. იმ პერიოდში წავიკითხე განცხადება, სადაც მხიარულთა და საზრიანთა კლუბისთვის ეძებდნენ ახალგაზრდებს. კა-ვე-ენის რამდენიმე წარმოდგენაზე გამოვედი, წამყვანი ჩემი მომავალი მეუღლე გიორგი აფციაური იყო. მალევე ტელეკომპანია "რუსთავი2"-დან შემომთავაზეს, რომ "ჩვენს შოუში" გადავსულიყავი, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი.

- ძალიან მალე მოიპოვე პოპულარობა...

- უცებ მოხდა ეს ყველაფერი. არადა, თავდაპირველად ვიფიქრე, მეორეხარისხოვან როლებს მომცემდნენ, მაგრამ ჩემს გამოჩენას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა მაყურებლის მხრიდან, რომ გამიკვირდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- რომ არა ხელოვნებათმცოდნე და იუმორისტი, ვინ იქნებოდა პროფესიით სალიტა ჩუბინიძე?

- მაინც ხელოვნებაში ვიტრიალებდი, სცენაზე ვიდგებოდი.

- წეღან აღნიშნე, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წარმოდგენები გიორგის მიჰყავდაო... შეხვედრისთანავე მოეწონე?

- გიორგისგან თავიდანვე დიდი მხარდაჭერა მქონდა. ჩვენი გრძნობა სპონტანურად გაჩნდა და, ჩემდა მოულოდნელად, სიყვარულში გადაიზარდა.

- ამბობენ, რომ საქმრო გყავდა, მაგრამ გიორგის მეგობრებმა გაიძულეს, გიორგის გაჰყოლოდი ცოლად...

- (იცინის) პირველად მესმის ასეთი რამ. აბსურდია!

- გიორგიმდე საქმრო არ გყოლია?

- არსებობდა ადამიანი, რომელზეც ვფიქრობდი, თუმცა ასეთი ეტაპი ცხოვრებაში ყოველთვის მქონდა. რაც მე და გიორგის გვაკავშირებს, სულ სხვა რამეა და არავისთან ურთიერთობას არ შევადარებ. გიორგი განსაკუთრებული ადამიანია, ვაჟკაცია. იმ ადამიანმა, რომელზეც ახლა მკითხეთ, იმდენი სულელური შეცდომა დაუშვა, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს.

- რომელიმე ვირტუალურ პერსონაჟთან თუ იმეგობრებდი?

- დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი ავგუსტ რაშთან. ეს არის კინოგმირი, უნიჭიერესი მუსიკოსი ავგუსტი. ასევე ვიმეგობრებდი ვასიკო კეჟერაძესთან. არ ვიცი, მას მოუნდებოდა თუ არა ჩემთან მეგობრობა, მაგრამ სიამოვნებით გავიცნობდი (იღიმის). ისე, რა საინტერესო იქნება, მართლაც რომ არსებობდეს კაცი, ვასიკო კეჟერაძე, რომელსაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა. ასევე მაინტერესებს, მე რომ შევხვდებოდი, როგორი რეაქცია ექნებოდა, რას მეტყოდა, მეც მიმიჩნევდა თუ არა კარცერ-ლუქსის კანდიდატად (იცინის)...

- წარმოიდგინე, ჩაიარე გაზეთების ჯიხურთან და ხედავ, რომ ერთ-ერთი პოპულარული ჟურნალის გარეკანზე შენი შიშველი ფოტოა. როგორი რეაქცია გექნება?

- აუფ... ისტერიული ტირილი ამიტყდება, მაგრამ მერე რას მოვიმოქმედებ, არ ვიცი. ალბათ, ოჯახის წევრებს მივმართავ... ისინი დამამშვიდებენ, მეც დავწყნარდები, მაგრამ მაინც ვინერვიულებ და ბოლოს დავამტკიცებ, რომ ეს ფოტოშოპია. ან ამას რა მტკიცება უნდა? - ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჟურნალისთვის არ გავშიშვლდები.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- უიმეეე, რა უნდა ვაჩუქო?

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - გაწონასწორებული, მშვიდი და ერთგული ადამიანია. საკმაოდ გულწრფელია და ამიტომაც იმსახურებს საზოგადოების მოწონებას. არ არის ამპარტავანი და არ უყვარს ტყუილი.

ინტერვიუ: "რა საინტერესო იქნებოდა, მართლაც რომ არსებობდეს ვასიკო კეჟერაძე"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება