ივანიშვილმა პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად" 95,2 მილიონად იყიდა

ივანიშვილმა პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად" 95,2 მილიონად იყიდა

4-დან 12 მარტის ჩათვლით, ლონდონში "სოთბის" აუქციონის გალერეაში ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, "ლონდონის "სოთბის" აუქციონის სახლი, რომელიც გამუდმებით ახალი ბაზრების ძიებაშია, მომდევნო კვირას ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვყნების თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 47 ნამუშევარი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ქვეყნებიდან ზოგიერთს უდიდესი შემოსავალი აქვს ნავთობიდან, ზოგიერთები სარგებელს გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ნახულობენ, თუმცა ყველას აქვს სურვილი უფრო მეტად გახდეს ცნობილი ხელოვნების სამყაროში. ასე მაგალითად, საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად" (1941 წელს შესრულებული) "სოთბიზე" 2006 წელს 95,2 მილიონ აშშ დოლარად გამოჰკრა ხელი.

"ამით გვინდა წავახალისოთ ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში მცხოვრები ადამიანები, მოვიდნენ "სოთბიში" და ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებს ვყიდით, არამედ მაგალითად, სამკაულებსაც", - განაცხადა "სოთბის" წარმომადგენელმა მარკ პოლტიმორმა.

გამოცემის ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვა 4-დან 12 მარტამდე გაიმართება და მასზე გამოფენილი იქნება ფერწერული ტილოები (5 000-50 000 აშშ დოლარის ღირებულების), რომელიც გალერეებმა, კოლექციონერებმა და თავად მხატვრებმა მიაწოდეს. როგორც Financial Times-ი წერს, ზოგიერთ მხატვარს თავად მოუწია ტრანსპორტირების ხარჯების გაღება.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Financial Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება