ეგვიპტის ფინანსთა სამინისტრო ეკონიმიკის სწრაფად აღდგენის მიზნით, გიზას პირამიდების, სფინქსის, ლუქსორისა და აბუ-სიმბალის სამარხების იჯარით გაცემის ინიციატივით გამოვიდა.
ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ტურისტული კომპანიებისთვის მონუმენტების გადაცემა ქვეყანას ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მლრდ დოლარს მოუტანს.
სიძველეების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა ადელ აბდელ სატარმა დაადასტურა, რომ 2013 წლის იანვარში ფინანსთა სამინისტრომ მას ვინმე აბდალ მაფუზის წერილი გადაუგზავნა. მაფუზი პირამიდების იჯარით გადაცემას ითხოვდა. სატარი წინადადებით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ გადაწყვიტა წერილი კულტურული ფასეულობების სამინისტროსთვის გადაეცა. აპარატმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძეგლების მეიჯარეები შესაძლოა, ყატარელი მეწარმეები გამხდარიყვნენ.
მომზადებულია Egypt Independent-ის მიხედვით.