ალ პაჩინო მზრუნველი მამაა

ალ პაჩინო მზრუნველი მამაა

ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდა ალ პაჩინო ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მამობაა და ცდილობს, მზრუნველი მშობელი იყოს.

პაპარაცებმა ალი და მისი ქალიშვილი, 12 წლის ოლივია როუსი კალიფორნიაში შენიშნეს. 72 წლის მსახიობს დაუდევრად ეცვა და ქალიშვილის საუბარს ინტერესით უსმენდა.

ვარსკვლავი არასდროს დაქორწინებულა. მას სამი შვილი ჰყავს. უფროსი ქალიშვილი 23 წლის ჯული ყოფილი საყვარლისგან, ჯენ ტარანტისგან ჰყავს. ტყუპი ქალ-ვაჟი, ოლივია როუსი და ენტონი კი მსახიობ ბევერლი დანჯელოსგან. წყვილს რომანი 1996-2003 წლებში ჰქონდა. პაჩინოს საყვარლების სია ვრცელია. მას ხშირად ხედავენ შოუბიზნესში მოღვაწე ახალგაზრდა ლამაზი გოგონების გარემოცვაში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება