ოდრი ტატუ ყურადღების მიპყრობას შიშველი მკერდით ცდილობს

ოდრი ტატუ ყურადღების მიპყრობას შიშველი მკერდით ცდილობს

ფრანგი მსახიობი 36 წლის ოდრი ტატუ 2001 წლის შემდეგ ჰოლივუდის ფილმებში აღარ გამოჩენილა და როდესაც ნიუ-იორკში ფილმის პრემიერაზე მიიპატიჟეს, შეეცადა მაქსიმალურად თამამი სამოსი მოერგო.

წითელ ხალიჩაზე ეშხიანი მსახიობი შავ კაბაში გამოჩნდა. სამოსი გამჭირვალე ქსოვილისგან იყო შეკერილი და შავი მაქმანებით იყო გაწყობილი. ოდრიმ ბუსტჰალტერი არ ჩაიცვა. მსახიობმა წვეულებაზე ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და კლოდ მილერის ახალ ფილმზე "Therese Desqueyroux"-ზე ისაუბრა.

ოდრის ჰოლივუდიდად მიწვევა არაერთხელ ჰქონდა, მაგრამ მსახიობი საფრანგეთს ვერასდროს ელეოდა.

"სიცოცხლის ბოლომდე ფრანგი მსახიობი ვიქნები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისურენოვან ფილმებში მონაწილეობას არ მივიღებ. ჩემი სახლი, მეგობრები და კარიერა საფრანგეთშია. ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად არასდროს გადავალ", - განაცხადა ტატუმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება