ჰოლივუდის დიდმკერდა ქალების გამონათქვამები თავიანთ "მშვენებებზე"

ჰოლივუდის დიდმკერდა ქალების გამონათქვამები თავიანთ "მშვენებებზე"

ისეთი მშვენიერი სხეულის ნაწილი, როგორიც მკერდია, ყველა დროში იკავებდა ლიდერ პოზიციებს ქალის სილამაზის განსაზღვრისას. იმის მიუხედავად, მკერდი ბუნებრივია თუ სილიკონებით შელამაზებული, ის მაინც ეხმარება თავის ვარსკვლავ მფლობელებს პოპულარობაში. ცნობილი ქალბატონებიც არ ერიდებიან თავიანთ მშვენებებზე აზრის გამოთქმას. ზოგიერთი თავის მკერდს "ბაჭიებს" ეძახის, ზოგი - "შვილიკოებს", ზოგისთვის კი მკერდი ნამდვილი განგსტერული იარაღია.

სკარლეტ იოჰანსონი: "ჩემი მკ­ერდი მეტისმეტად სექსუალურია, რის გამოც რეჟისორები ხშირად არასერიოზულად აღმიქვამენ, არის პერიოდები, როცა ჩემს მკერდს ვერ ვიტან".

დოლი პარტონს დასავლური მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი ხმა აქვს, მაგრამ ცნობილი მაინც თავისი დიდი მკერდის წყალობით გახდა. ერთხელ თქვა: "პირველი ქალი ვიყავი, რომელმაც ბიუსტჰალტერი დავწვი. მეხანძრეებს ოთხი დღე დასჭირდათ ხანძრის ჩასაქრობად".

ჯენიფერ ლავ ჰიუიტს თავისუფლად შეუძლია, პოლიციელი გახდეს: "მიყვარს ჩემი მკერდი, ტელმა და ლუიზა. ვგრძნობ, რომ ჩემს მკერდს დანაშაულთან ბრძოლაც კი შეუძლია".

სომხური წარმოშობის ამერიკელი კიმ კარდაშიანი ყოველთვის ამაყობდა სხეულის ფორმებით: "10 წლის ვიყავი, როცა მკერდმა ზრდა დაიწყო. მახსოვს, აბაზანაში ვიკეტებოდი და ვტიროდი. ჭურჭლის ჩვარი ავიღე, ცხელ წყალში დავასველე და მკერდზე დავიდე, თან ვლოცულობდი: "გთხოვ, არ გაზარდო მეტად!"

ბრიტნი სპირსი: "ორმაგი დამოკიდებულება მაქვს ჩემს ბიუსტთან: მი­ყვარს და მძულს. ამ მომენტში ვერ ვიტან და მინდა, ცოტა უფრო პატარა იყოს".

კეიტ აპტონს ერთ დროს კომპლექსები ჰქონდა თავისი ფორმების გამო, მერე კი მკერდის ოპერაცია გაიკეთა და ახლა უკვე კმაყოფილია შედეგით, ისიც და მისი თაყვანისმცემლებიც: "მიყვარს ჩემი მკერდი, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ის მაქვს".

რიანამ აღიარა, რომ ხან სწრაფად იმატებს წონაში, ხან სწრაფად იკლებს - მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ჭამს: "სინამდვილეში, ეს ყველაფერი მაღიზიანებს... იმიტომ, რომ გამოდის, თითქოს მკერდი არ მაქვს. თუ მოვიმატე, მკერდი არის, დავიკლებ და - მკერდი აღარაა".

ბევრი სხვა ვარსკვლავისგან განსხვავებით, პამელა ანდერსონის სილამაზე ბუნებრივია. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მიაჩნია: "მე აბსოლუტურად ბუნებრივი ვარ. ჩემი სხეული ყოველთვის ნატურალური იყო, თუ არ ჩავთვლით ჩემს მშვენიერ მკერდს".

როგორ მოხვდა სოფია ვერგარა შოუბიზნესში? ამას მხოლოდ თავის ტუჩებს როდი უნდა უმადლოდეს: "მე ვიცი, რომ ჩემმა მკერდმა გამიხსნა კარი შოუბიზნესისკენ, ვიყოთ რეალისტები, ეს ასეა".

კეტი პერისთვის მკერდი დიდი ფასეულობაა, ეს "გრემის" წლევანდელ ცერემონიაზეც დაადასტურა: "11 წლიდან ვლოცულობდი, რომ დიდი მკერდი მქონოდა და ღმერთმა დამაჯილდოვა. მაგრამ მერე სულ იზრდებოდა და იზრდებოდა და უკვე იმაზე ვლოცულობდი, რომ ზრდა შეეწყვიტა, რადგან საკუთარ ფეხებს ვეღარ ვხედავდი".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება