რიანა დედობისთვის ემზადება

რიანა დედობისთვის ემზადება

25 წლის ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ ჟურნალ Elle-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა. რიანას თქმით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში შვილს გააჩენს.

"უახლოეს 5 წელიწადში, ალბათ, შვილს გავაჩენ. ვლოცულობ, რომ იმ დროისთვის რამდენიმე თვით შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა მომეცეს. 5 წლის შემდეგ მინდა, რომ ჯანმრთელი და ბედნერი ვიყო", - აღნიშნა რიანამ.

მომღერალს იმ პროვიკაციულ ფოტოებთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა, რომლებსაც ასე მრავლად აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

"Instagram-ში ყველაფერია ჩემს შესახებ: როგორ ვეწევი, ვსვამ სტრიპტიზ-კლუბში, ვკითხულობ ბიბლიას, ან უბრალოდ დროს ვატარებ ჩემს საუკეთესო მეგობარ კრის ბრაუნთან. ხალხის აზრი ნაკლებად მაღელვებს", - განაცხადა მომღერალმა.

თუმცა, მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამგვარი ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გამო  სინდისის ქეჯნას აიძულებს, დედამისია. "ის ერთადერთია ამქვეყნად, ვისიც მეშინია", - ამბობს რიანა.

პოპ-ვარსკვლავი კრის ბრაუნთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო.

"ახლა მხოლოდ ის ხდება, რაც ორივეს გვსურს. ჩვენს შორის დიდი მეგობრობაა, რომელსაც ვერაფერი დაანგრევს. ახლა, როცა უკვე ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. შესაძლებლობა მოგვეცა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და ამისთვის მადლობელი ვარ", - აღნიშნა რიანამ.

New York Daily News-ის ინფორმაციით, ბარბადოსელი მომღერლისა და კრის ბრაუნის სიყვარულის ისტორია სერიალ "კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსის" ახალ ეპიზოდში მოხვდა.

2009 წელს კრის ბრაუნმა სასტიკად სცემა 21 წლის რიანა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით ის საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში. დღეს კი წყვილი კვლავ ერთადაა.

თუმცა სერიალში მოვლენები უფრო დრამატულად ვითარდება - გმირი, რომლის პროტოტიპიც კრის ბრაუნია, აფექტის მდგომარეობაში კლავს მომღერლის მენეჯერს, შემდეგ კი - თავად მომღერალს.

მომზადებულია Elle-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება