ალ პაჩინო თავს აღარ უვლის

ალ პაჩინო თავს აღარ უვლის

ცნობილი მსახიობი ალ პაჩინო თავს აღარ უვლის. 72 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში, 32 წლის საყვარელთან ლუსია სოლასთან ერთად შენიშნეს.

თუმცა ამჯერად პაპარაცების ყურადღება ალ პაჩინოს მოუვლელობამ უფრო მიიქცია. ვარსკვლავი ლუქს-კლასის რესტორანს გაყვითლებული ფრჩხილებითა და დაუდევრად ჩაცმული ესტუმრა.

ალ პაჩინოს, რომლის ანგარიშზე მილიონობით დოლარი ირიცხება, სავარაუდოდ, თავის მოვლის სურვილი აღარ აქვს.

მსახიობი 32 წლის საყვარელმა დაჩრდილა. ლუსია შინდისფერ მაქსი-სტილის კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა და თავისი ვარსკვლავი პარტნიორის გვერდით ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება