აშშ-ის სცენარისტების გილდიამ (WGA) 101 უდიდესი კინოსცენარი დაასახელა. პირველ ათეულში ფილმები "ნათლიმამა" (1972) და "ნათლიმამა 2" (1974) მოხვდნენ.
ორივე სურათის სცენარისტი ფრენსის ფორდ კოპოლაა, რომელიც სცენარზე მარიო პიუზოსთან ერთად მუშაობდა.
WGA რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
"კასაბლანკა" (ჯულიუს ჯ. ეპშტეინი, ფილიპ ჯ. ეპშტეინი, ჰოვარდ კოხი);
"ნათლიმამა" (მარიო პიუზო, ფრენსის ფორდ კოპოლა);
"ჩინური კვარტალი" (რობერტ ტაუნი);
"მოქალაქე კეინი" (ორსონ უელსი);
"ყველაფერი ევას შესახებ" (ჯოზეფ ლეო მანკევიჩი);
"ენი ჰოლი" (ვუდი ალენი, მარშალ ბრიკმენი);
"სანსეტის ბულვარი" (ჩარლზ ბრეკეტი, ბილი უაილდერი, დ.მ მარშმან-უმცროსი);
"ტელექსელი" (პედი ჩაიეფსკი);
"ჯაზში მხოლოდ გოგონები არიან" (ბილი უაილდერი, ი.ა.ლ. დაიმონდი);
"ნათლიმამა 2" (მარიო პიუზო, ფრენსის ფორდ კოპოლა).
WGA კინოში, ტელევიზიასა და რადიოში მომუშავე სცენარისტებს აერთიანებს. ორგანიზაცია 1954 წელს დაარსდა.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.