პარიზში მოდის კვირეული მიმდინარეობს

პარიზში მოდის კვირეული მიმდინარეობს

საფრანგეთში, მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, პარიზის მოდის კვირეული მიმდინარეობს. დიზაინერებმა მოდის კრიტიკოსებს და მოყვარულებს 2013-14 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარუდგინეს.

კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილ ზამთრის კოლექციებში ტრადიციულად შავი და ნაცრისფერი ჭარბობდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მკვეთრი ფერების გამოყენებას არ უფრთხის. 

ფერთა მრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა Balmain-ის ახალი კოლექცია. ცნობილი მოდის სახლის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი ოლივიე რუსტენი უკვე აქტიურად წარმოგვიდგენს მის ხელწერას - ვიწრო წელი, ჭრელი ფერები და განიერი სამხრეები. ბრენდის ჩვენებას ანა ვინტური, ფერჯი, შერი და სხვა ვარსკვლავები დაესწრნენ.

ტრადიციებს არ უღალატა Nina Ricci-მ და საზოგადოებას კვლავ დახვეწილი, ელეგანტური და ქალური სამოსი წარუდგინა. ახალი კოლექცია პრიმა-ბალერინის გარდერობს მოგვაგონებს. პასტელური ფერები, ნაზი აქსესუარები და ზოგ შემთხვევაში ელეგანტური სიმკაცრე, მოდის სახლის სავიზიტო ბარათად უკვე დიდი ხანია იქცა.

კვირეულის ფარგლებში Lanvin-ის, Sonia Rykiel-ის, Jean Paul Gaultier-ის და სხვათა ჩვენებები გაიმართა. ჟან პოლ გოტიე, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს კვლავ სთავაზობს მომავლის ხედვას. დიზაინერის შემოქმედებაში გამჭვირვალე ბლუზები, შიშველი მხრები და ჭრელი ქვედაბოლოები ჭარბობს.

განსაკუთრებულად კარგი შეფასებები მოყვა მოდის სახლის Christian Dior-ის შემოდგომა-ზამთარი 2013-2014 წლის კოლექციას. მოდის გურუდ აღიარებული ბრენდი უკვე წლებია ყველა მოდის კვირეულზე დომინირებს.

"დიორის" ახალი კოლექცია კვლავ დახვეწილი, ელეგანტური და ქალურია. ვიწრო პიჯაკები, ტრაპეცია და ასიმეტრია. მოდის სახლმა არ გარისკა ფერთა სიმრავლეში და შავს, თეთრსა და ნაცრისფერს დასჯერდა. თუმცა ახალ კოლექციაში მაინც გვხვდება ზოგიერთი მოდელი მკვეთრი წითელით, ლურჯითა და თვალშისაცემი პრინტით.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება