უცხოელები ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის შესახებ ვიდეოს იღებენ

უცხოელები ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის შესახებ ვიდეოს იღებენ

"ევროვიზია 2013"-ის ქართველი კონკურსანტების სოფო გელოვანის და ნოდიკო ტატიშვილის შესახებ უცხოელი ჟურნალისტები სავიზიტო ვიდეოს იღებენ. 40-წამიანი ვიდეო საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე ქართველი კონკურსანტების გამოსვლის წინ გავა. პაულ ევანსის ობიექტივში საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილებიც მოხვდა. ჟურნალისტები იღებენ ფოტოებსაც, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ საიტზე განთავსდება.

სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ოპერატორი - პაულ ევანსი, პროდიუსერი - ჯონ ჰერტოფი და ჯგუფის დირექტორი - სებასტიან რედი არიან, თბილისში გუშინ ღამე სომხეთიდან ჩამოვიდა. მათ უკვე მოამზადეს ვიდეორგოლები სომხეთისა და მაკედონიის წარმომადგენლების შესახებ. თბილისში გადამღები ჯგუფი კიდევ ორ დღეს დარჩება. ხვალ ისინი უკრაინაში გაემგზავრებიან.

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით “Waterfall“, მაყურებლის წინაშე "ევროვიზიის" მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს წარდგებიან. "ევროვიზიის" 58-ე სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქი მალმე 14, 16 და 18 მაისს უმასპინძლებს. წელს კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს.

ასევე იხილეთ: Waterfall - სიმღერა, რომელსაც ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი "ევროვიზიაზე" წარადგენენ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება