ადელმა შვილი "ოსკარით" დააჯილდოვა

ადელმა შვილი "ოსკარით" დააჯილდოვა

სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა სიმღერისთვის Skyfall "ოსკარი" მიიღო. ვარსკვლავმა გადაწყვიტა, სიხარული ახალშობილი შვილისთვისაც გაეზიარებინა.

"ოსკარის" მიღება ნებისმიერი მომღერლისთვის დიდი პატივია, მაგრამ ადელი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. მომღერალმა ჩათვალა, რომ თუ ის იმსახურებს "ოსკარს", მაშინ მისი 4 თვის შვილი განსაკუთრებით იმსახურებს შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიას.

სწორედ ამიტომ ადელმა ახალშობილს "ოსკარის" მსგავსი ქანდაკება აჩუქა, რომელსაც წარწერა "საუკეთესო ვაჟიშვილი" ამშვენებს.

რაც შეეხება თავად მომღერალს, მიუხედავად საპატიო პრემიებისა, ადელი მაინც მოკრძალებით ცხოვრობს.

"განსაკუთრებულად არ ვექცევით. ამ ოჯახში იმდენი ადამიანია, იმდენი შვილიშვილი და ნათესავია, რომ განსაკუთრებული ყურადღებით არავის ვეპყრობით. აქ ყველა ერთნაირად უყვართ. ადელი ხშირად გვსტუმრობს და მას დღემდე უწევს ბებიისთვის ჩაის მირთმევა", - აცხადებს მომღერლის დეიდა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება