მაიკლ ჯექსონის შვილებს საკუთარი ტელეშოუ ექნებათ

მაიკლ ჯექსონის შვილებს საკუთარი ტელეშოუ ექნებათ

მაიკლ ჯექსონის სამ შვილს საკუთარი რეალითი შოუ ექნებათ. შოუ ჯექსონების ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. 16 წლის პრინს მაიკლმა, 15 წლის პერისმა და ათი წლის ბლანკეტმა უკვე მიიღეს შეთავაზება, რომლის მიხედვით, შოუში მონაწილეობისთვის ბავშვები გასამრჯელოს სახით 6 მლნ ფუნტ-სტერლინგს აიღებენ.

სავარაუდოდ, შოუ ოპრა უინფრის სატელევიზიო ქსელით გადაიცემა. იდეას მხარს უჭერს მაიკლ ჯექსონის და ლა ტოია. გარდაცვლილი პოპ-ვარსკვლავის 56 წლის დამ, მისი ძმისშვილების გულის მოგება მოახერხა მაშინ, როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები ქონების განაწილებაზე დაობდნენ.

მაიკლ ჯექსონი 2009 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომაზდებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება