მოლდოვას პარლამენტმა ქვეყნის პროევროპული მთავრობა დაითხოვა

მოლდოვას პარლამენტმა ქვეყნის პროევროპული მთავრობა დაითხოვა

მოლდოვას პარლამენტმა ქვეყნის პროევროპული მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ "ჰაფინგტონ პოსტი" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის ხელმძღვანელობით, უნდობლობა პარლამენტის 54 დეპუტატმა გამოუცხადა.

კომუნისტების ოპოზიციური პარტიის ინიცირებით მიერ მიღებული უნდობლობის ვოტუმი სახელმწიფო პოლიტიკის ჩავარდნას, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციასა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ვერ გადაჭრას ემყარება.

მოლდოვას კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვლად ფილატმა სამი დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფიტის განცხადება, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. მინისტრთა ამჟამინდელი კაბინეტი მოვალეობას პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე შეასრულებს.

ვლადი ფილატი მოლდოვას პრემიერ-მინისტრი 2011 წელს გახდა.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა