ნინი შერმადინი ბროდვეიზე ითამაშებს?

ნინი შერმადინი ბროდვეიზე ითამაშებს?

22 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბედის საძიებლად წასული ნინი შერმადინის "ფეისბუქის" გვერდზე ახალი სტატუსი გაჩნდა: "მეგობრებო, ამიყვანეს ბროდვეიზე". მისი პოსტის ქვეშ რამდენიმე წუთში უამრავი მილოცვა და "ლაიქი" გაჩნდა. ამ ამბავს უყურადღებოდ როგორ დავტოვებდი, მაშინვე შევეხმიანე ჩვენს ერთგულ რესპონდენტს და ეს ამბები დაწვრილებით გამოვკითხე.

ნინი შერმადინი:

- ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. აგენტმა ამიყვანა, მაიკლი ჰქვია. სანამ ჩემი ამბავი ბოლომდე გაირკვევა, დრო დამჭირდება. საუბარია ედიტ პიაფისა და "კაბარეს" როლებზე. ასე რომ, მანამდე ბევრი საინტერესო და რთული პროცესია გასავლელი. ბევრი სამუშაო მაქვს. ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით.

- მთელი "ფეისბუქი" და სრულიად საქართველო კი გაგვახარე, მაშ, რას ნიშნავდა შენი სტატუსი?

- ამიყვანეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი რეპეტიციის მერე გადაწყდება ჩემი როლი. მალე ნახავთ, რასაც ნიშნავს (იღიმება). როცა აქ აგენტს აჰყავხარ, ამ გადაწყვეტილებას ნახევარ ცხოვრებას ანდომებს. ასე რომ, მე ძალიან გამიმართლა. მანამდე კონტრაქტია შესადგენი.

- ამერიკული "ვოისის" ამბავიც გაგვანდე ბარემ, როგორც ვიცი, კასტინგზე გასვლას აპირებდი.

- ვაპირებდი. 18 თებერვალს ჩატარდა კასტინგი. მივედი და მითხრეს, მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები დაიშვებიანო. მოკლედ, მოქალაქეობას თუ მომცემენ, არ ვიცი და ისე ვერ შევძლებ მონაწილეობას.

- სამწუხაროა. როგორც ვიცი, "ჯიფსი კინგსთან" ერთად მღერი...

- რამდენჯერმე ვიმღერეთ ერთად. ჯგუფის გიტარისტმა და კომპოზიტორმა გაბრიელ ჰერმიდასმა მთხოვა, მისი სიმღერები ესპანურად შევასრულო. ახლა სინგლის ჩაწერას ვაპირებთ. ესეც მალე იქნება. დრო დადგება და კონცერტს თბილისშიც ჩავატარებთ. ძალიან მენატრებით და მიყვარხართ. ყველაფერს ვცდილობ, რომ ჩემით იამაყოთ. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის დიდი სტიმულია!..

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება