ახალ ვარსკვლავს ნინი ბადურაშვილი შეარჩევს

ახალ ვარსკვლავს ნინი ბადურაშვილი შეარჩევს

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბავშვს ელოდება, თუმცა აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ პროექტებში. ნინი ახალი სეზონიდან "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის შემადგენლობაშია და ახალ ვარსკვლავებს ზაზა შენგელიასა და მიშა მშვილდაძესთან ერთად შეარჩევს. "საქართველოს ვარსკვლავის" წინა სეზონის გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე გახდა, იმხანად ჟიურიში ნინო ქათამაძე, ნიკა მემანიშვილი და ნინო ხოშტარია იყვნენ.

ნინი ბადურაშვილი: - შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობისგან მივიღე და დავთანხმდი. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ყველა სწორად უნდა შეაფასო და ყველა დეტალზე გაამახვილო ყურადღება. ძალიან კარგი თაობა მოდის და ეს მახარებს. ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს შანსი და ყველა მონაცემი, ვარსკვლავი გახდეს.

- ზაზა შენგელიასთან და მიშა მშვილდაძესთან მუშაობა მოგწონთ?

- ზაზას დიდი ხანია ვიცნობ, ერთადაც გვიმუშავია, ის თავისი საქმის პროფესიონალია. მიშა მშვილდაძეს ძალიან კარგი იუმორი აქვს, რაც უხდება შოუს და, რაც მთავარია, სწორად აფასებს კონკურსანტებს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება