ქეით ჰადსონი: "მეგობრები მქურდავდნენ"

ქეით ჰადსონი: "მეგობრები მქურდავდნენ"

ქეით ჰადსონს თამამი ფოტოსესიების არ ეშინია. ვარსკვლავმა ჟურნალ Glamour-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და გამოცემისთვის შიშველმაც იპოზიორა. წელსზემოთ შიშველი ქეითის ფოტო კი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.

ინტერვიუში 33 წლის მსახიობმა მეგობრობაზე, ნდობასა და კარიერაზე ისაუბრა.

"ვცდილობ, არ გავუშვა ხელიდან შანსი. საკმაოდ გულღია და მიმნდობი ვარ. გულღია ვარ იმიტომ, რომ დასამალი არაფერი მაქვს. თუ ვინმე ჩემზე ცუდს იტყვის, სკანდალი არ ატყდება, ვინაიდან სიმართლე ყველამ იცის. მყოლია გვერდით ისეთი მეგობრები, რომლებიც მატყუებდნენ, ჩემს ზურგს უკან მოქმედებდნენ, მქურდავდნენ - მაგრამ ამან ადამიანებისადმი ნდობა არ დამაკარგვინა", - განაცხადა ქეით ჰადსონმა.

ვარსკვლავი საკუთარ კარიერასაც შეეხო და დედის, მსახიობ გოლდი ჰოუნის სიტყვები გაიხსენა:

"ყოველთვის მახსოვს დედაჩემის სიტყვები, რომ ერთადერთი რისი ხელიდან გაშვებაც არ სურდა, შვილების აღზრდაა. შეუძლებელი არაფერია იმაში, რომ აკეთო საყვარელი საქმე და თან ბედნიერი ოჯახი გქონდეს", - განაცხადა მსახიობმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Glamour-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება