მოსკოვში 50 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი ანდრეი პანინი. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ანდრეი პანინი პოლიციამ საკუთარ სახლში აღმოაჩინა გარდაცვლილი. სავარაუდოდ, ის დაეცა და თავი დაარტყა იატაკს.
პანინი, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ახლობლები ვერ უკავშირდებოდნენ, საკუთარ სახლში მეგობარმა აღმოაჩინა.
საქართველოში ანდრეი პანინი განსაკუთრებით ცნობილი სერიალ "ბრიგადაში" შესრულებული როლით გახდა. ის ასევე მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "მზით გათანგულნი 2", "ქორწილი" და "დედა, არ იდარდო".
მომზადებულია forbes.ru-ს მიხედვით.