მოსკოვში შესაძლოა, ერთ-ერთ ქუჩას ჩავესის სახელი დაარქვან

მოსკოვში შესაძლოა, ერთ-ერთ ქუჩას ჩავესის სახელი დაარქვან

მოსკოვის საქალაქო დუმის წარმომადგენელი, ვლადიმირ პლატონოვი მოსკოვის ერთ-ერთი ქუჩისთვის ვენესუელის გარდაცვილი პრეზიდენტის უგო ჩავესის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოვიდა.

პლატონოვის თქმით, ჩავესმა ვენესუელის განვითარებისთვის ბევრი გააკეთა. "ჩვენ ჩავესთან და ვენესულასთან კარგი ურთიერთობა ავაწყეთ, საპარლამენტო დელეგაციებს ვცვლიდით. იგი ღირსეული ადამიანია, რომ მისი სახელი მოსკოვის ქუჩას დავარქვათ - ეს ჩემი პირადი აზრია. ამ საკითხში კანონის დაცვა აუცილებელია",- განაცხადა მოსკოვის საქალაქო დუმის წარმომადგენელმა.

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი 5 მარტს გარდაიცვალა. იგი ბოლო ორი წელი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა, რომელიც 2011 წელს დაუდგინდა.

მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა