ჯესიკა სიმპსონი ბიჭს ელოდება

ჯესიკა სიმპსონი ბიჭს ელოდება

ჯესიკა სიმპსონი ბიჭს ელოდება. ამის შესახებ 32 წლის ვარსკვლავმა შოუ 'Jimmy Kimmel Live'-ში გუშინ განაცხადა.

"ეს პირველისგან აბსოლუტურად განსხვავებული ორსულობაა. არ მეგონა, თავს ასე ცუდად თუ ვიგრძნობდი. გამუდმებით მაღებინებდა... ბიჭს ველოდები. ამას ნამდვილად არ ვგეგმავდი. ძალიან გამიხარდა. თავადაც არ მჯერა, რომ ვაჟი მეყოლება", - აღნიშნა ჯესიკამ.

რეალითი შოუს ვარსკვლავს, მომღერალსა და მსახიობს უკვე ჰყავს ქალიშვილი, 10 თვის მაქსველი. პირველი შვილის გაჩენიდან სულ ცოტა ხანში ჯესიკამ და მისმა საქმრომ ერიკ ჯონსონმა განაცხადეს, რომ სიმპსონი მეორე შვილს ელოდება.

წყვილი ასე სწრაფად მეორე ბავშვის გაჩენას არ აპირებდა, თუმცა ჯესიკამ განაცხადა, რომ პირველმა შვილმა ის უბედნიერეს ქალად აქცია, ამიტომ უარს არც მეორეზე იტყვის. დაუგეგმავმა ორსულობამ ჯესიკასა და მისი საქმროს ქორწილიც გადადო, თუმცა ჯესიკას განცხადებით, ის და ერიკი მალე შეუღლდებიან.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება