სოფია ვერგარა: "ყოველთვის მეძავს ვგავდი"

სოფია ვერგარა: "ყოველთვის მეძავს ვგავდი"

კოლუმბიელი მსახიობი სოფია ვერგარა სავსე მკერდისა და უკანალის წყალობით, მამაკაცებმა არაერთხელ დაასახელეს მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ქალად, მაგრამ თავად სოფია თითქმის ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ საკუთარი ფიგურის ძალიან რცხვენია.

"თვალებში არასდროს მიყურებენ, ყველა ჩემს მკერდს მიშტერებია", - სწუხს ვარსკვლავი.

როგორც ვებსაიტი showbizspy წერს, სოფია თავს მეძავს ადარებს.

"კოლუმბიაში ძალიან ტრადიციულ, კათოლიკურ ოჯახში გავიზარდე. მოგეხსენებათ, ლათინოსები ძალიან სექსუალურები არიან, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი ჩემი თეძო, მკერდი და უკანალი ზედმეტად თვალშისაცემი იყო. ერთხელ მამას ვუთხარი, ძალიან მინდა, რომ მსახიობი გავხდე. მან კი მითხრა, რომ რეჟისორები მხოლოდ მეძავის როლს შემომთავაზებდნენ. გავბრაზდი და ვუთხარი, რომ ასეთ დიდ მკერდში, რომელიც მემკვიდრეობით ბებიისგან (მამის დედა) მერგო, ისედაც მეძავს ვგავარ.

დიდი ზომის მკერდმა კარიერაში გზა გამიხსნა. მაგრამ, ძალიან მძულს ჩემი თავი, როდესაც ვხედავ, როგორ იმოსება ჟიზელი - ბუნდჰენს შეუძლია ტანზე მომდგარი მაისური ჩაიცვას და ბიუსტჰალტერი სულაც არ დასჭირდეს. მე კი ბიუსტჰალტერის გარეშე ფეხმძიმეს, ან ჭარბწონიან სტრიპტიზიორს ვემსგავსები", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: სოფია ვერგარა In Style -ის ფოტოსესიაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება