დევიდ და ვიქტორია ბექჰემები სამაგალითო მშობლებად აღიარეს

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები სამაგალითო მშობლებად აღიარეს

ბრიტანეთის ყველაზე სამაგალითო მშობლები ვიქტორია და დევიდ ბექჰემები არიან. გამოკითხვა ჟურნალმა marie claire-მ ჩაატარა.

ბექჰემებს ხმა გამოკითხულთა 46%-მა მისცა. მათი თქმით, დევიდმა და ვიქტორიამ ერთგულებითა და შვილების მიმართ ყურადღებით, ნამდვილად დაიმსახურეს ყველაზე კარგი მშობლების ტიტული. წყვილს 4 შვილი - 14 წლის ბრუკლინი, 10 წლის რომეო, რვა წლის კრუზი და 19 თვის ფარპერი ჰყავს.

მეორე ადგილი ცნობილმა მოდელმა მირანდა კერიმ და მისმა მეუღლემ, ორლანდო ბლუმმა დაიკავეს, რომლებსაც შვილის გარეშე თითქმის ვერასდროს ნახავთ.

საპატიო მესამე ადგილი ჯეიზისა და ბიონსეს ერგოთ.

მომზადებულია marieclaire.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება