ჯენიფერ ლოპესს დედა უფლებას არ აძლევს კასპერ სმარტისგან შვილი იყოლიოს

ჯენიფერ ლოპესს დედა უფლებას არ აძლევს კასპერ სმარტისგან შვილი იყოლიოს

45 წლის მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და 25 წლის მოცეკვავე კასპერ სმარტი საერთო შვილის ყოლას აპირებენ. ახალგაზრდა საყვარელმა მომღერალს მექსიკელი ობოლი ბავშვის შვილად აყვანა შესთავაზა.

ლოპესს ყოფილი მეუღლისგან, მუსიკოს მარკ ენტონისგან ორი შვილი - მაქსი და ემა უკვე ჰყავს. ამასთან, მომღერლის ახალგაზრდა საყვარელი ბავშვებს კარგად უგებს, მათ ბებიასთან, ჯენიფერ ლოპესის დედასთან კი ურთიერთობა ვერ ააწყო.

ჯენიფერი და მისი შეყვარებული დიდი ხანია საერთო ბავშვზე ოცნებობენ, მაგრამ მომღერლის ასაკმა მათ გეგმებს ხელი შეუშალა. მაშინ სმარტმა მომღერალს ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა.

"კასპერს ჯენიფერთან ოჯახის შექმნა სურს. მას უნდა ჯენიფერს დაუმტკიცოს, რომ შუძლია მისი ტყუპებისთვის და მათი საერთო შვილისთვის შესანიშნავი მამა გახდეს. იგი მზადაა ბავშვებზე იზრუნოს და ჯენიფერს ყველაფერში დაეხმაროს",- ყვება წყვილის ახლობელი.

მოცეკვავის ოჯახს მექსიკაში კარგი კავშირები აქვს. სწორედ ამიტომ სმარტმა იფიქრა, რომ ცუდი არ იქნებოდა მექსიკელი ბავშვი ეშვილათ. მაგრამ მომღერლის დედა, გვადალუპე ქალიშვილის ასეთ გაუაზრებელ საქციელს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. იგი არც მომღერლის რჩეულს იწონებს და მიზეზად ასაკობრივ სხვაობას ასახელებს.

წყვილმა ურთიერთობა 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება